პოლონეთი მზად არის უკრაინის გარანტორი გახდეს - დუდა

30 მაისი 2022, 10:02 1071 ნახვა

პოლონეთი მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ როგორც მეზობლები უბრალოდ ვალდებულები ვართ. 

თუ უკრაინა შემოგვთავაზებს ვიყოთ უსაფრთხოების გარანტი და მშვიდობის გარანტი ომის დასრულებისას და თუ სამშვიდობო ხელშეკრულების ასეთი პირობები მიიღება - დიახ, პოლონეთი მიიღებს მონაწილეობას ამაში“, - თქვა დუდამ. 

უკრაინის უსაფრთხოების გარანტორებს შორის კიევი ხედავდა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს წევრ ქვეყნებს, მათ შორის რუსეთს, აშშ-ს, ბრიტანეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, ასევე თურქეთს, გერმანიას, კანადას, იტალიას, პოლონეთს და ისრაელს.

ბოლო დროს რუსეთი გარანტორად აღარ განიხილება. ზელენსკის თქმით, ბუჩაში განვითარებულმა მოვლენებმა შეცვალა შეხედულება ამ საკითხზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი