20-ე საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე ქართველ პოეტებს შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს ზურაბ გორგილაძეს, რომლის ნაწარმოები შეგვიძლია თანამედროვე ქართულ კლასიკად მოვიხსენიოთ.
პატრიოტიზმი, გმირობა, თავგანწირვა და სიყვარული ალბათ მისი ცხოვრებისა და შემოქმედების წყარო იყო, ისევე როგორც იუმორი.
გარდაცვალებიდან 16 წლის შემდეგ ქობულეთში სოფელ გორგაძეებში მისი სახლ-მუზეუმი გაიხსნა.