საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად, დღეს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი, პრინც ღაზისთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში.
მიწაზე, რომლის ფართობი 4 ათასი კვადრატული მეტრია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან.ი გახდება,რა კონცეფციის იქნება ქართული კულტურის ცენტრი.