პატრიარქი 84 წლისაა

04 იანვარი 2017, 00:00 2960 ნახვა

დღეს   სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. კათოლიკოს-პატრიარქს 84 წელი შეუსრულდა. ილია მეორე  ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის   ოჯახში   დაიბადა.  დღეს პატრიარქის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები არ გაიმართება, ის დროებით გადაიდო. როგორც საპატრიარქოში ამბობენ,  ამის მიზეზი არის ის, რომ პატრიარქი არ გადაიღალოს. ილია მეორე  ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მედიკოსების ინფორმაციით,  პატრიარქი თავს უკეთ გრძნობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი