28-29 მაისს ბათუმია ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება ქალაქ ბათუმის ფრენბურთის კლუბის დამფუძნებლის ნიკოლოზ თავდგირიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია რესპუბლიკური ტურნირი 2005-2006 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ფრენბურთელთა შორის. შეჯიბრებაში ბათუმთან ერთად, თბილისის ორი და ცაგერის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
ტურნირის დაწყებამდე ბათუმელმა ფრენბურთელებმა ამხანაგური შეხვედრა გამართეს ქედის ფრენბურთის გუნდთან.
კლუბის ხელმძღვანელობის თქმით, ეს იყო საკონტროლო შეხვედრა, რომელიც ტურნირამდე გუნდის მომზადების დონის შემოწმებას ითვალისწინებდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ 28-29 მაისს, ასევე ბათუმში გაიმართება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პლეი ოფის შეხვედრები ქალ ფრენბურთელთა შორის, რომელშიც ოთხი გუნდი მონაწილეობს.
ფინალის საგზურისთვის თბილისის ჯიკო ევროპის უნივერსიტეტს დაუპირისპირდება, მეორე საგზური კი ბათუმსა კი თბილისსს შორის გათამაშდება.