საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 მაისი 2022, 15:09 313 ნახვა

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ორმაგი დატვირთვა აქვს  26 მაისს წელს,  რადგან საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია და ველოდებით პასუხს ევროკავშირისგან, რომ საქართველო  გახდება ევროპული ოჯახის წევრი,  ამიტომაც წელს 26 მაისის მთავარი სლოგანია - ,,ევროპისკენ“.    

მთავარი თემაც საქართველოს ევროპული ინტეგრაციაა. ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მიერ აუცილებლად შესასრულებელ ოთხ მთავარ პრინციპი დაასახელა დღეს თავისუფლების მოედნიდან ქვეყნის მთავარსარდალმა. ესენია სამართლიანი სასამართლო, შემწყნარებლობა და მრავალფეროვნება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და დაცვა, და ბოლოს ძალაუფლების დაბალანსება ავტორიტარიზმის ცდუნების ასაცილებლად.

ეროვნული დღესასწაული ქართველებს პრემიერ-მინისტრმაც მიულოცა, რომელმაც განსაკუთრებული აქცენტი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებზე გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც.

,,ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიღო, ძალიან დიდია და გვჯერა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის ამ ძალისხმევას დაინახავს“ - ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის მოლოდინი. 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წელს პირველად აჟღერდა ევროკავშირის ჰიმნი, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ, გორის ქალთა კამერულმა გუნდმა, სამების საპატრიარქო ტაძრისა და თბილისის ოპერის თეატრის გუნდებმა ერთობლივად შეასრულეს.დღესვე ქვეყნის 6 რეგიონში ფიცი დადეს წვევამდელებმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში