95 მომხრე - 6 წინააღმდეგი - საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიღებულია. იმას, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა დღეს, მხარი დაუჭირა. ბათუმში, ოპოზიცია იმ მოტივით არ ესწრებოდა საკრებულოს სხდომას, რომ რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება არ ეცნოთ, თუმცა იმ კანონპროექტს დაუჭირეს მხარი, რომლის შექმნის აუცილებლობაც მათი ბოიკოტის გამო გახდა. ამ ცვლილებებამდე და ვერც ბათუმში და ვერც სენაკში ქალაქის საკანონმდებლო ორგანო ვერ შეიკრიბა. „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტის ამ ფორმამ პოლიტიკოსებში აზრთა სხვადასხვაობა და კრიტიკა გამოიწვია