საპარლამენტო დონეზე ცვლილებები დასჭირდა იმას, რომ მაგალითად ბათუმის საკრებულოში ''ქართული ოცნების'' კვოტით შესული რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება ცნონ.
ცვლილება ახლებურად არეგულირებს საკრებულოს შუალედურ არჩევნებში არჩეული წევრის უფლებამოსილების საკითხს.
კერძოდ, საკრებულოს წევრის უფლებამოსილებას წარმომადგენლობითი ორგანოს ნაცვლად, ცესკო ცნობს. ამ პროცესში კი ოპოზიციის მონაწილეობა საჭირო აღარ იქნება.
სწორედ პოლიტიკურ დღის წესრიგზე კანონის მორგებას უწუნებს მმართველ პარტიას ოპოზიციის ნაწილი და მიაჩნიათ, რომ კანონპროექტის კონტექსტი და მიზანი მიუღებელია.