უკრაინის ომი 70-ზე მეტ ქვეყანაში კრიზისსა და დეფოლტს გამოიწვევს - გაერო

25 მაისი 2022, 13:54 705 ნახვა

უკრაინის ომის შედეგად   გამოწვეულმა სასურსათო, საწვავისა და  ფინანსურმა კრიზისებმა  შესაძლოა ღარიბ  ქვეყნებში არეულობების პროვოცირება  და 70-ზე  მეტ სახელმწიფოს დეფოლტი მოახდინოს. ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორმა აჰიმ შტაინერმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.  

მისი თქმით, მაღალმა ინფლაციამ და საპროცენტო განაკვეთებმა შეიძლება გამოიწვიოს დეფოლტი 70-ზე მეტ ქვეყანაში. მანამდე მასობრივი პროტესტის ფონზე დეფოლტი გამოაცხადა შრი-ლანკამ.  

რუსეთი ბლოკავს უკრაინის პორტებს, ქმნის დეფიციტს და ზრდის ფასებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ეგვიპტე, რომელიც თითქმის მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. ამის ფონზე, წელს მარცვლეულის ფასი 50%-ით გაიზარდა და რეკორდულ დონეს მიუახლოვდა.

სიმინდი 32%-ით გაძვირდა, ხოლო სოიო 26%-ით. გაძვირდა ენერგორესურსებიც, რომელიც თავის მხრივ აჩქარებს სასურსათო ინფლაციას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი