ტურნირი ვეტერანებს შორის

25 მაისი 2022, 14:32 930 ნახვა

„ბათუმი - სპორტის ქალაქის“ ფარგლებში ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია სპორტული თამაშები ვეტერანთა შორის, რომელსაც ერთი კვირის განმავლობაში ვეტერანთა კლუბი ნონა მასპინძლობდა.

შეჯიბრებები სპორტის ხუთ სახეობაში - ჭადრაკში, ნარდში, შაშში, დარტსა და მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა.

ტრადიციული ტურნირი ბათუმის სპორტული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და მასში ასამდე ვეტერანი მონაწილეობდა როგორც კაცთა, ასევე ქალთა შორის.

გამარჯვებულები და პრიზიორები ფასიანი საჩუქრებით, თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში