ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გაისროლა

25 მაისი 2022, 09:55 645 ნახვა

ჩრდილოეთ კორეამ მიმდინარე წელს კიდევ სამი რაკეტა გამოცადა, მათ შორის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს. ს

ამხრეთ კორეის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ გარდა ბალისტიკური რაკეტისა, ორი უფრო მოკლე დიაპაზონის რაკეტაც გაუშვა. ჭურვები ფხენიანის სუნანის რაიონიდან გაისროლეს. ორი ჭურვი ზღვაში ჩავარდა.

ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტის გაშვება მაშინ მოხდა, როცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აზიური ტურნეს ფარგლებში იაპონიაში ვიზიტი დაასრულა.

გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა პირობა დადო, რომ დააჩქარებს თავისი ქვეყნის ბირთვული არსენალის განვითარებას. მან ასევე  განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩრდილოეთ კორეას საფრთხე დაემუქრება, მას შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი