28-29 მაისს ბათუმი ქალთა ფრენბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პლეი ოფის მატჩებს უმასპინძლებს. ჩემპიონობისთვის ოთხი გუნდი იბრძვის, ჯიხაიში, თბილისი, ბათუმი და ევროპის უნივერსიტეტი.
ბათუმი, რომელმაც რეგულარული ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა, ნახევარფინალში მეორეადგილოსან თბილისს დაუპირისპირდება, რომელიც თითქმის სრულად ეროვნული ნაკრების ფრენბურთელებითაა დაკომპლექტებული.
მეორე ნახევარფინალში კი რეგულარულის გამარჯვებული ჯიხაიში ფინალის საგზურს ევროპის უნივერსიტეტის გუნდთან გაითამაშებს.