დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი, ფინელ კოლეგას, პეკკა ჰაავისტოს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგი. მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ფინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან უკვე 30 წელია, თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება სხვადასხვა სფეროში.