ვარშალომიძის მანდატი

03 იანვარი 2017, 00:00 2995 ნახვა

ამ დრომდე ლევან ვარშალომიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია, მაშინ როცა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  სიის პირველმა ნომერმა, 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თქვა, რომ ის დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ბოლო სხდომაზე აღნიშნეს, რომ ვარშალომიძეს საკანონმდებლო ორგანოსთვის განცხადებით არ მიუმართავს და მას ანაზღაურებაც ერიცხება. პარტიაში კი თქვეს, რომ მათი ლიდერი  საქართველოში არ იმყოფება. სატელეფონო ზარებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი არ პასუხობს, თუმცა მისი თანაგუნდელი ადასტურებს რომ მათი ლიდერი ბათუმშია. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, ვარშალომიძე დეპუტატის მანდატზე უარის თქმას, უახლოებს დღეებში გეგმავს. მმართველ გუნდში ვარშალომიძის სხდომებზე დაუსწრებლობასა და თანამდებობრივი სარგოს აღებას უარყოფითად აფასებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი