პრემიერის შეხვედრები შვეიცარიაში

23 მაისი 2022, 19:25 784 ნახვა

დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრებს მართავს სხვადასხვა ქვეყნის  ლიდერთან და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებთან. ირაკლი ღარიბაშვილი,  იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) პრეზიდენტს აკიჰიკო ტანაკას შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და იაპონიას შორის პარტნიორული ურთიერთობის მაღალი დონე აღინიშნა და ხაზი გაესვა სხვადასხვა მიმართულებით წარმატებულ თანამშრომლობას. ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს შეხვდა. ეკონომიკური და პოლიტიკური კომპონენტებით გაჯერებული საუბარი ძირითადად საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს შეეხო. ამასთან მხარეებმა ისაუბრეს იმაზეც თუ როგორი სტრატეგი აქვს ქვეყანას პოსტპანდემიურ პერიოდთან. აქცენტირებული იყო საქართველოსა და უკრაინაში არსებული ვითარება და  ევროკავშირის იმ კითხვარზეც ისაუბრეს, რომელზეც საქართველომ მუშაობა უკვე დაასრულა. დავოსში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი,  კომპანია  რიფლის-ს აღმასრულებელ დირექტორს ბრედ გარლინგ ჰაუსს შეხვდა და კონკრეტული შეთავაზებაც გაუკეთა - საქართველოში კომპანიის მომსახურების ცენტრი გაიხსნას, ვინაიდან პრემიერის განმარტებით,   საქართველოში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოა და ქვეყანას სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს. პრემიერ-მინისტრთან ერთად, შვეიცარიაშია ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში