პრემიერი ღარიბაშვილი დავოსში

22 მაისი 2022, 20:00 899 ნახვა

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით  შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც დავოსში, ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის ორმხრივი, პოლიტიკური შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებთან.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა შესაბამის პანელურ დისკუსიებზე.საინტერესოა რომ ფორუმი პანდემიის გამო 2 წელი არ იმართებოდა და ასევე წელს პირველად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მასში მონაწილეობას არ მიიღებენ რუსი ბიზნესმენები, ბუნებრივია ისინი არ მიიწვიეს უკრაინაში მიმდინარე ომის გამო.

ფორუმს ონლაინ მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში