მსურს, მოლდოვა ნატოს სტანდარტებით აღჭურვილი ვიხილო - ლიზ ტრასი

21 მაისი 2022, 10:22 780 ნახვა

მინდა, მოლდოვა ნატო-ს სტანდარტებით აღჭურვილი ვიხილო - ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა Telegraph-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, მოლდოვას არ აქვს ნატო-ს სტანდარტების თავდაცვა, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში რუსეთის თავდასხმის შეჩერებას შეძლებს, ვლადიმერ პუტინს, კი კიევში განცდილი მარცხის მიუხედავად, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, "უფრო დიდი რუსეთის" შექმნა.

გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, ნატო-ს წევრები მოლდოვას მიაწვდიან თანამედროვე იარაღს, რომლითაც ჩაანაცვლებენ საბჭოთა პერიოდის აღჭურვილობას და გადაამზადებენ ჯარისკაცებს ახალი შეიარაღების გამოყენებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში