რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯგუფები ლუგანსკის და დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების მილიციის ნაწილებთან ერთად, დონბასის ტერიტორიებზე კონტროლის გაფართოებას აგრძელებენ.
სერგეი შოიგუს თქმით, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის "განთავისუფლება" დასასრულს უახლოვდება.
თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინას მეტი ტერიტორია წაართვეს.
უკრაინაში შეჭრამდე რუსეთის პრეზიდენტმა ე.წ. ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ოფიციალურად ცნო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონბასის რეგიონში ოკუპანტები წნეხს ზრდიან. მისი თქმით დონბასში "ჯოჯოხეთია და ეს არაა გადაჭარბება".