აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გუშინ ტრაბზონთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 5 მგზავრიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
ნინო ნიჟარაძის განცხადებით, 3 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ისინი მკურნალობას კლინიკებში გააგრძელებენ. ერთის კი მსუბუქი და ის სამედიცინო დაწესებულებას დღეს დატოვებს.
მისივე თქმით, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და თურქეთში ერთ საქმეზე იყვნენ წასული.
"5 აგრძელებს თურქეთის 3 სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობას. ერთის მდგომარეობა არის მძიმე, მას აქვს ქალა-ტვინის ტრავმა და მრავლობითი მოტეხილობები.
დარჩენილი 4 მგზავრიდან ერთის მდგომარეობა მსუბუქია და ის დღეს დატოვებს კლინიკას, ხოლო 3 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის რჩება, ისინი საჭიროებენ კლინიკაში მეთვალყურეობას და მკურნალობას.
შესაბამისად, ვიდრე სამედიცინო პერსონალი არ ჩათვლის საჭიროდ, ისინი კლინიკას არ დატოვებენ.
ვინაიდან ადგილი გვაქვს ავტოსაგზაო შემთხვევასთან ხარჯებს მთლიანად ფარავს თურქული მხარე.
ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, თუმცა არაა ერთი ოჯახის წევრები. მათ მცირე ბიზნესი ქონდათ და ერთ საქმეზე იყვნენ წასული.
ჩემი ინფორმაციით, ავტომობილი მათი კერძო საკუთრებაა და იგი კედელს შეეჯახა,"-განაცხადა ნინო ნიჟრაძემ.