"აზოვსტალიდან" სამხედროების ევაკუაციის პროცესი გრძელდება - უკრაინული მედია

19 მაისი 2022, 10:49 602 ნახვა

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ "აზოვსტალიდან" სამხედროების ევაკუაციის პროცესი გრძელდება, თუმცა დეტალებს არ ასაჯაროებენ.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, რუსეთის მხრიდან აზოველებზე გაკეთებული განცხადებები წმინდა წყლის პროპაგანდაა. ანა მალიარის განმარტებით, სამაშველო ოპერაცია რთული ეტაპებისგან შედგება და ნებისმიერმა გასაჯაროებულმა ინფორმაციამ ,შესაძლოა, პროცესი და თავად მარიუპოლის მცველები დააზიანოს.

ვინც ცდილობს განახორციელოს საინფორმაციო კამპანიები კონკრეტული ადამიანის გაცვლისთვის, უკრაინული მხარის განმარტებით, ეს პროცესს კიდევ უფრო ართულებს. აზოვის პოლკის მებრძოლის ოლეგ სუპერეკას განცხადებით, "აზოვსტალის" ქარხნიდან არა მარტო აზოვის პოლკის, არამედ 21-ე და 36-ე ბრიგადების წარმომადგენლებიც გაიყვანეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი