ეროვნული სამოსის დღე

18 მაისი 2022, 20:45 1536 ნახვა

‘’მუზეუმის ძალა და ეროვნული სამოსის ხიბლი’’ - ბათუმში ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში,  ფონდში არსებული ექსპონატები - ეროვნული,  ტრადიციული სამოსი გამოიფინა. ქალისა და მამაკაცის ყველაზე ძველი აჭარული სამოსი, რომელიც მუზეუმში ინახება 1930-იანი წლებით  თარიღდება. გარდა სამუზეუმო ექსპონატებისა,  დღესვე   წარმოდგენილი იყო  ბათუმელი დიზაინერის ესმა მამულაძის  მიერ შექმნილი ქართული  ტრადიციული სამოსი. გამოფენა 24 მაისამდე  გაგრძელდება. 18 მაისი მუზეუმის საერთაშორისო დღეა, თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილია კვირეული,  რომლის ფარგლებშიც 24 მაისამდე სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში