ბაზარზე ხორცი " QR " კოდით განთავსდება. რეალიზატორთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეტიკეტირების წესი ფერმერის მიერ საკუთარი საქონლის დაკვლისა და გაყიდვის მცდელობას გაართულებს. ზუსტად არ იციან რამდენად მისაღები იქნება პროდუქციაზე დატანილი ინფორმაცია, რადგან ფიქრობენ, რომ ეტიკეტისა და ხორცის შემოწმება სპეციალისტს ევალება, რაც მათი აზრით უვნებელი ხორცის გაყიდვისთვის საკმარისი მეთოდია. ბათუმის ცენტრალურ ბაზარში ფიქრობენ, რომ ეს სიახლე მომხმარებელთა ინფორმირებულობის ზრდას ემსახურება და თუ კი ასეთი ხორცი სასაკლაოდან შემოვა მათ დახლებზე განათავსებენ. - თამუნა ხოზრევანიძის რეპორტაჟს ნახავთ მთავარში 20:00 საათზე.