ანაკლიის ბანაკი ამჯერად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მასპინძლობს. ბანაკი, ჯამში 3000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. თითო ნაკადზე ბანაკი 18-25 წლის 240 სტუდენტი მოდის.
ბანაკის მთავარი მიზნებია ახალგაზრდებისთვის აქტიურ დასვენებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, სოციალური ინტეგრაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
სტუდენტებს გივი მიქანაძე შეხვდა, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე პასუხები უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ.