იუსტიციის მინისტრი ევროსაბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს

11 დეკემბერი 2025, 17:56 80 ნახვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სტრასბურგში ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში პაატა სალია მონაკოს იუსტიციის სახელმწიფო მდივან სამუელ ვუელტას შეხვდა. უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.

პაატა სალიამ კოლეგას გააცნო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები. მინისტრი ასევე შეხვდა იუსტიციის საკითხებში სლოვაკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანს.

მხარეებმა გამოხატეს მზაობა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების დანერგვის კუთხით, მათ შორის, მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისა და პენიტენციური სისტემის მართვის მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში პაატა სალია დღეს სტრასბურგის სასამართლოს თავმჯდომარესაც შეხვდება.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი