რომაული ფესტივალი 2025

07 სექტემბერი 2025, 12:18 144 ნახვა

რომაული ფესტივალი გონიო აფსაროსის ციხე-სიმაგრეში დასრულდა. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ რომაულ თამაშებში, საბრძოლო ხელოვნების მასტერკლასებში და ერთი დღით ძველი რომაული ეპოქის მონაწილეები ყოფილიყვნენ.

ფესტივალის ფარგლებში არაერთი აქტივობა განხორციელდა. გაიმართა სპორტული შეჯიბრება მშვილდოსნობასა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში; გლადიატორთა ორთაბრძოლა, რომაული ცეკვები, და ცეცხლოვანი შოუ.  

,,რომაული ფესტივალის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ანტიკური თეატრალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლის ,,კლეოპატრასა და ანტონიუსის სიყვარულის ისტორიის’’ წარმოდგენა. რომაული ფესტივალი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი