ტყის ინვენტარიზაცია

07 სექტემბერი 2025, 20:16 116 ნახვა

ეროვნული სატყეო სააგენტოს 2025 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში,  ტყის ინვენტარიზაციის   საველე სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული ტერიტორია 29 000ჰ მდე ფართობს მოიცავს.

სამუშაოების  დასრულების შემდეგ, მომავალი  ათი წლისთვის ტყის მართვის გეგმა შემუშავდება, რაც სატყეო სამეურნეო საქმიანობის სწორად და ეფექტიანად წარმართვის საფუძველია. ინვენტარიზაციის სამუშაოების მიმდინარეობას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე ადგილზე გაეცნო.

სამუშაოებზე ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის  სასწავლო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული 10  მეტყევე-ტაქსატორია დასაქმებული.   საველე სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი