შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა.
ან ლინდის შეფასებით, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროცესს შესაძლოა, ერთ წლამდე დასჭირდეს. ან მისი თქმით, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ფინეთთან ერთად წარუდგენს.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილების შესახებ გუშინ გამოაცხადა.