UNICEF: ომი უკრაინაში აღრმავებს ბავშვთა შიმშილის გლობალურ პრობლემას

17 მაისი 2022, 13:56 882 ნახვა

„უკრაინის ომი აღრმავებს ბავშვთა მწვავე შიმშილის გლობალურ პრობლემას“ - გაეროს ბავშვთა სააგენტო აცხადებს, რომ უკრაინაში - მსოფლიოსთვის მარცვლეულის ერთ-ერთ უმსხვილეს მიმწოდებელ ქვეყანაში - მიმდინარე ომი ქმნის საფრთხეს მსოფლიო შევიდეს საკვების კრიზისის "სპირალში", რაც გააღრმავებს მწვავე შიმშილის პრობლემას ბავშვებს შორის.

17 მაისს გავრცელებულ ანგარიშში უნისეფი ამბობს, რომ შიმშილით გამოფიტულ ბავშვებში სიცოცხლის შენარჩუნებისთვის აუცილებელი მკურნალობის ფასი 16 პროცენტით მოიმატებს, რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის შედეგად - რაც ემატება კორონავირუსის პანდემიით და კლიმატის ცვლილებებით ისედაც დამძიმებულ ვითარებას საკვების სისტემაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი