თურქეთი, შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს - ერდოღანი

16 მაისი 2022, 23:56 1176 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს. 

მისივე თქმით, შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები მის გადასარწმუნებლად ანკარაში არ უნდა ჩავიდნენ და თავი არ უნდა შეიწუხონ. 

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ შვედეთი და ფინეთი იცავენ ადამიანებს, რომლებიც დაკავშირებული არიან ჯგუფებთან, რომლებსაც თურქეთი ტერორისტად მიიჩნევს, კერძოდ, ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) ბოევიკებს და ფეთჰულა გიულენის მიმდევრებს, რომლებსაც ანკარა ადანაშაულებს 2016 წლის გადატრიალების მცდელობის მოწყობაში.

"ისინი ორშაბათს თურქეთში მოდიან. ჩვენს დასარწმუნებლად მოდიან? მაპატიეთ, მაგრამ თავს ნუ დაიღლიან. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ არ ვეტყვით ნატო-ში გაწევრიანებაზე „კი“-ს მათ, ვინც თურქეთს სანქციებს უწესებს. რადგან მაშინ ნატო აღარ იქნება უსაფრთხოების ორგანიზაცია და გახდება ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენლების კონცენტრაციის ადგილი“, - განაცხადა ერდოღანმა.

შვედეთის მთავრობამ დღეს ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ. 15 მაისს, ფინეთმა განაცხადა, რომ იგი ასევე აპირებს ნატოში გაწევრიანებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი