სენატორები კრწანისის სასწავლო ბაზაზე

02 იანვარი 2017, 00:00 2909 ნახვა

,,ვლადიმერ პუტინის წყალობით მსოფლიო გაცილებით უფრო საშიში გახდა”.  ეს განცხადება, ჯონ მაკკეინმა  კრწანისის სამხედრო ბაზაზე გააკეთა.  მაკეინის თქმით, პუტინმა საქართველოს ნაწილის ანექსია არალეგალურად მოახდინა, თუმცა, საქართველო ისევ იქნება თავისუფალი, ერთიანი და დამოუკიდებელი. სენატორმა ქართველ ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ აშშ-ს ორპარტიული დელეგაცია იმისთვის იმყოფება, რომ გამოხატოს მხარდაჭერა ქართველი სამხედროებისა და ხალხისადმი, რომლებიც ავღანეთში ამერიკელებთან ერთად მსახურობენ.

ამავე კატეგორიაში