უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 229 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, საომარი მოქმედებების შედეგად დაშავებულია 421 ბავშვი.
ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის, კიევის და ხარკოვის ოლქებში.
უწყების ცნობით, ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის, ვინაიდან აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობა გართულებულია.