ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული უკრაინა გახდა

15 მაისი 2022, 10:09 553 ნახვა

უკრაინა ევროვიზია 2022-ის გამარჯვებულია. 40 ქვეყნის ეროვნული ჟიურის და მაყურებლების დაჯამებული ხმებით უკრაინულმა ჯგუფმა 631 ქულა მიიღო. ევროვიზიის ფინალში სიმღერის შესრულების შემდეგ ჯგუფის წევრებმა მსოფლიოს „აზოვსტალის“ დახმარება სთხოვეს. საქართველოს მაყურებელმა უკრაინას მაქსიმალური 12 ქულა მიანიჭა.

ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა ჟიურიმ კი, როგორც თავიდან გავრცელდა ინფორმაცია - 6 ქულა, თუმცა მოგვიანებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა განცხადება, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმაც ყველაზე მაღალი შეფასება - პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს.

ამას მოწმობს, როგორც განმარტავენ, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს. 2022 წლის ევროვიზიის კონკურსი ტურინში გაიმართა და მასში 40-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა.

კონკურსში საქართველოც მონაწილეობდა, თუმცა მუსიკალური ჯგუფი ფინალში ვერ გადავიდა.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში