მეწყერი ხულოში

13 მაისი 2022, 18:24 1393 ნახვა

ხულოში, სოფელ ყინჩაურში  მიწის მასამ ერთ-ერთ იალაღზე მისასვლელი გზა ჩახერგა. მეწყერი აქტიურია  და ტერიტორიიდან მიწის მასა მოძრაობს და  ქვები ცვივა.სტიქია მოსახლეობიდან დაახლოებით სამ კილომეტრში მდებარეობს. გარდა იალაღზე მისასვლელი გზისა  მოსახლეობის ინფორმაციით მეწყერმა საფრთხე შეუქმნა სასმელ წყალსაც, რომლის სათავე ნაგებობა  აღნიშნულ ტერიტორიაზე  მდებარეობს.  ხულოს მერიაში განმარტეს რომ  ტერიტორიას გეოლოგიური სამსახური უახლოეს დღეებში შეისწავლის. აჭარის საგზაო დეპარტამენტის პრესცენტრში გვითხრეს რომ იალაღებისკენ მიმავალი გზების მოწესრიგება ხვალიდან დაიწყება, პირველად  სწორედ აღნიშნული მონაკვეთი გაიწმინდება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში