ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ ბათუმელ, მამუკა ჩხიკვაძეს 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

13 მაისი 2022, 01:11 1033 ნახვა

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ ბათუმელ, მამუკა ჩხიკვაძეს 5 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის განცხადებაში წერია, რომ უკანონო გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მამუკა ჩხიკვაძის უკანონოდ დაკავება და მის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდებების წაყენება.

ყოფილი ძალოვანი, 35 წლის ბათუმელი ახალგაზრდა რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ნიქოზთან ახლოს, საოკუპაციო ხაზიდან 9 დეკემბერს გაიტაცეს. ახლობლები და თანამებრძოლები მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლების მიზნით აქციებს პერმანენტულად მართავდნენ და აცხადებდნენ, რომ ცხინვალის იზოლიატორში ჩხიკვაძე, როგორც ყოფილი სამხედრო,  არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში