დღეს ეროვნული ლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში თბილისის "საბურთალო" რუსთავში ბათუმის "დინამოს" მასპინძელობს.
მატჩი კი გულშემატკივარის გარეშე ჩატარდება.
შეხვედრაზე მხოლოდ შეზღუდული, მცირე რაოდენობით "საბურთალოს" და ბათუმის "დინამოს" ქომაგები დაესწრებიან, რომლებსაც სპეციალურად დამზადებული მოსაწვევები ექნებათ.
12 ტურის შემდეგ ბათუმელები 27 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან, დედაქალაქელები კი 21 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებენ.
მიმდინარე სეზონში ეს გუნდები ერთმანეთს ბათუმში შეხვდნენ და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
დაპირისპირება 12 მაისს 17:00 საათზე რუსთავში გაიმართება.