დიდმა ბრიტანეთმა თავდასხმის შემთხვევაში შვედეთთან უსაფრთხოების ორმხრივი გარანტიების შეთანხმება გააფორმა. ანალოგიური შეთანხმების ხელმოწერას დიდი ბრიტანეთი ფინეთთანაც გეგმავს. შეთანხმება ითვალისწინებს სადაზვერვო მონაცემთა გაზიარებასა და ერთობლივი წვრთნების ჩატარების შესაძლებლობას. შეთანხმების მიხედვით, დიდი ბრიტანეთი ვალდებულებას იღებს, შვედეთსა და ფინეთზე თავდასხმის შემთხვევაში ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს დახმარება გაუწიოს. ორივე ქვეყანა ნატოში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.