ლიეტუვამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა - რეზოლუცია პარლამენტმა მიიღო

10 მაისი 2022, 15:53 657 ნახვა

ლიეტუვამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ, ხოლო რუსული არმიის ქმედებები უკრაინაში უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.

შესაბამის დოკუმენტს ლიეტუვის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

„რუსეთის ფედერაცია, რომლის შეიარაღებული ძალები წინასწარ განზრახვით და სისტემატიურად ირჩევენ სამოქალაქო ობიექტებს დაბომბვების სამიზნედ, არის სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს და ჩადის ტერორისტულ აქტებს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ლიეტუვის პარლამენტმა ასევე გადაწყვიტა, რომ ლიეტუვა მონაწილეობას მიიღებს რუსი სამხედრო დამნაშავეების პასუხისმგებლობის დაკისრებაში საერთაშორისო ტრიბუნალის მეშვეობით.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი