2 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსის 745 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

10 მაისი 2022, 12:00 998 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსის 745 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 8 პაციენტი.

ერთ კვირაში გამოჯანმრთელდა 984 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 112 564 კვლევა ტესტით, მათ შორის 101 045 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 519 PCR ტესტით.

7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია - 0.66%.

უწყების ცნობით, ქვეყანაში უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი