შარლ მიშელი ოდესაში ჩავიდა

09 მაისი 2022, 17:06 1136 ნახვა

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოდესაში ჩავიდა. ამის შესახებ მან „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელებულ მიკრობლოგში დაწერა.

„ევროპის დღის აღსანიშნავად ჩამოვედი ოდესაში, ქალაქში, სადაც პუშკინმა თქვა: „შენ შეგიძლია, ევროპა შეიგრძნო“ და ქალაქში, სადაც დღეს უკრაინელი ხალხი ცდილობს, მონუმენტები დაიცვას სარაკეტო თავდასხმებისგან და თავისუფლება რუსეთის აგრესიისგან. თქვენ მარტო არ ხართ. ევროკავშირი თქვენ გვერდით დგას“, – წერს შარლ მიშელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი