ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება - იცვლება მიკროავტობუსების მარშრუტები 

09 მაისი 2022, 12:27 3232 ნახვა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ფარნავაზ მეფის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით  დროებით იცვლება სამარშრუტო მიკროავტობუსების მარშრუტები.

სამარშრუტო ხაზები: N24, N29, N31, N34, N36 და N40 იმოძრავებს გორგასალის ქუჩით, ხოლო გორგასალის ქუჩაზე მოძრავი სამარშრუტო ხაზები: N20, N21, N25, N27, N39, N42, N49 და N56 პუშკინის ქუჩით იმოძრავებს.

მერიის ცნობით, ფარნავაზ მეფის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება და ქუჩის მონაკვეთები ეტაპობრივად გადაიკეტება.

ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩების რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ ნახევარზე მეტი ლარია გათვალისწინებული.

''ბათუმის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას სარეაბილიტაციო სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტის გამო'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი