ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.
სიტყვით გამოსვლისას. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ საფრთხეზე, რასაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა ქმნის, ასევე გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
მან ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთმა უნდა „იმოქმედოს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს“ ამ კონფლიქტში რაიმე სახის ესკალაცია და პირობა დადო, რომ „ხელს შეუწყობს დემოკრატიისა და სიმამაცის“ გამარჯვებას.