თვითმომსახურებისა და ელექტრონული სერვისების წახალისების მიზნით, შემუშავებული ახალი სატარიფო რეგულაციები მიმდინარე წლის 14 მაისიდან ამოქმედდება.
მთავრობის დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში დაშვებული პირების მიერ, საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმებისთვის მომსახურების უპირატესი, შემცირებული საფასურები დგინდება.
ამასთან, ფართოვდება იმ საბაჟო პროცედურების ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებისას შესაძლებელია საქონლის წინასწარი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე დეკლარირება.