ზმეინის კუნძულთან რუსული ფრეგატი იწვის - მედია

06 მაისი 2022, 16:28 1426 ნახვა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კუნძულ ზმეინთან რუსული ფრეგატი "ადმირალ მაკაროვი" იწვის. ინფორმაცია გამოცემა Dumskaya-მ გაავრცელა.

გამოცემა წერს, რომ სამხედრო ხომალდის დასახმარებლად სამაშველო გემები მივიდნენ.

„ადმირალ მაკაროვზე“ ნეპტუნის სარაკეტო სისტემის მეშვეობით თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დილიდან სხვადასხვა წყაროთი გავრცელდა, თუმცა ჯერ უკრაინის რომელიმე ოფიციალურ უწყებას არ დაუდასტურებია.

გამოცემის წყაროების ცნობით, გემზე აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. 

გემზე ხანძრის გაჩენას უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკოც ადასტურებს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლს არ აქვს რაიმე სახის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შავ ზღვაში მყოფ ფრეგატზე, „ადმირალ მაკაროვზე“ უკრაინული თავდასხმა განხორციელდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი