კუნძულ ზმეინთან რუსულ ფრეგატს ცეცხლი გაუჩნდა, - ინფორმაციას დუმსკაია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გემზე აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.
წერენ, რომ ინფორმაცია გემზე გაჩენილი ხანძრის შესახებ სოციალურ ქსელში 5 მაისს გავრცელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გემის დასახმარებლად ოკუპირებული ყირიმიდან სამაშველო ხომალდები გაემგზავრნენ.
გამოცემის წყაროს ცნობით, გემს უკრაინული „ნეპტუნის“ რაკეტა მოხვდა.