გაეროს გენერალური მდივანი: მსოფლიო უკრაინაში უაზრო ომის დასასრულებლად უნდა გაერთიანდეს

06 მაისი 2022, 10:14 638 ნახვა

გაეროს გენერალური მდივანი მსოფლიოს მოუწოდებს უკრაინაში უაზრო და დაუნდობელი ომის დასასრულებლად გაერთიანდეს. ანტონიო გუტიერეში ამბობს, რომ ამ ომს "გლობალური ზიანის მიყენების უსაზღვრო პოტენციალი" აქვს. 

ის ადასტურებს, რომ გაერომ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა მარიუპოლიდან და "აზოვსტალიდან" მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის მესამე ეტაპი დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში