დღეს ზურაბ გორგილაძეს 85 წელი შეუსრულდებოდა. თარიღის აღსანიშნავად პოეტის საფლავთან შეიკრიბნენ მისი ოჯახის წევრები, ახლობლები და ხელისუფლების წარმომადგენლები.
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში კი მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს პოეტის შემოქმედება.