რეაქცია პოდოლიაკის განცხადებებზე

04 მაისი 2022, 19:44 999 ნახვა

რა სურს პოდოლიაკს საქართველოსგან ? მისი მორიგი მკვეთრი განცხადება, მკვეთრი პასუხების ადრესატია ოფიციალური თბილისიდან. მიხაილ პოდოლიაკის თქმით, საქართველო უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს, არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციას, როგორიც აქვთ ევროპის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს. ასევე, საქართველოს მისამართით უკრაინის დაზვერვის ბრალდებაზე თქვა, რომ თუ ექნებათ დოკუმენტების პაკეტი იურიდიული დადასტურებებით, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ასეთი გვერდის ავლის მანევრები ხორციელდება, მაშინ დაადასტურებენ.  მის ამ განცხადებას,  რომელიც „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში გააკეთა, სამარცხვინოს უწოდებენ ხელისუფლებაში.  ოპოზიციაში კი არაერთგვაროვანი პოზიცია აქვთ.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი