მარიუპოლში კვლავ რთული ვითარებაა. ოკუპანტებმა ''აზოვსტალზე'' სარაკეტო იერიში ისევ განაახლეს. ტერიტორია მძიმე არტილერიით იბომბება. უკრაინული მედიის ინფორმაციით მძიმე ვითარებაში არიან ''აზოვსტალის'' ტერიტორიზე მყოფი დაჭრილი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალქეები.
აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილის ინფორმაციით, რუსი სამხედროები ქარხანაში შეჭრას ცდილობენ.
„მთელი ღამე საჰაერო ბომბებით გვაბომბავდნენ, დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე, ახლა კი ''აზოვსტალში'' შტურმით შემოდიან'' - აცხადებს პოლკის მეთაურის მოადგილე.