7 მაისს რიგიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ავიარეისი შესრულდება

03 მაისი 2022, 11:00 1376 ნახვა

7 მაისს რიგიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა შესრულდება. ავიაკომპანია „Air Baltic“  ლატვიის დედაქალაქიდან  ბათუმის მიმართულებით კვირაში ორჯერ სექტემბრის ბოლომდე იფრენს.

როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, მოთხოვნა ბათუმის მიმართულებაზე მაღალია, როგორც ლატვიაში, ისე ესტონეთსა და ლიეტუვაში. შესაბამისად, ავიაკომპანია გეგმავს შიდა დამაკავშირებელი ფრენების დანიშვნას, რათა ტურისტებმა რიგის გავლით სამივე ქვეყნიდან შეძლონ ბათუმში ჩამოფრენა.

ლატვიის დედაქალაქში  შეხვედრებსა და პრეზენტაციებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლები მართავენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი