აჭარის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში 

29 აპრილი 2022, 14:54 689 ნახვა

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის  გასული წლის შესრულების ანგარიში მოისმინეს დღეს დეპუტატებმა აჭარის უმაღლეს საბჭოში.  რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესახებ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე ისაუბრა. 

ჯაბა ფუტკარაძის ინფორმაციით, 2021 წლის აჭარის რეპუბლიკური ბიუჯეტი ხარჯვით და ასევე შემოსულობების ნაწილში 80 პროცენტით შესრულდა, რაც წინა წელთან შედარებით, სამინისტროს ინფორმაციით უფრო მაღალია.

დანარჩენ ნაწილთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებს მინისტრთან არა ერთი შეკითხვა ჰქონდათ. მათ შორის  ისეთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექთებთან  დაკავშირებით,  როგორიცაა მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, რომელიც წლებია ვერ  დასრულდა.  

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ მისი დასრულება დამოკიდებულია ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე. თუმცა ჯაბა ფუტკარაძე ირწმუნება, რომ იქ სადაც ცენტრალური მაგისტრალი უკვე არსებობს, წელს  შიდა დაქსელვითი პროცესი დაიწყება.  რაც შეხება დაგეგმილ პროექტებს, რომლებიც ვერ შესრულდა. 

მინისტრის მტკიცებით, მთავარი მიზეზი სამშენებლო მასალების გაძვირებაა, რის გამოც, კომპანიები ტენდერებში არ მონაწილეობენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი